უმუშევრობის შემცირების მიზნით, ბიდისი აკადემიის გორის ფილიალში დასაქმების ფორუმი ეწყობა

ივლისი 03 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პარასკევს, 5 ივლისს, 13:00 საათზე, ევროპული განათლების აკადემია ბიდისის გორის ფილიალი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს.

ორგანიზატორთა განმარტებით, რეგიონში უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებლებს საშუალებას მისცემს უშუალო კონტაქტი დაამყარონ.

დასაქმების პოტენციურ კანდიდატთა არჩევის ან სასურველი სამუშაო ადგილის მოძიების მიზნით, გასაუბრებაც გაიმართება და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელ დამსაქმებლებსა და რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელ კურსდამთავრებულებს შორის ორგანიზებული შეხვედრა მოეწყობა.

"ევროპული განათლების აკადემია ბიდისის მიზანია მაქსიმალურად დაეხმაროს საზოგადოებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღებაში. უკმაყოფილო და იმედგაცრუებული მსმენელი არ არსებობდეს. ცენტრს გააჩნია ყველა პირობა სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, სასწავლო პროგრამები ორიენტირებულია მოკლე ვადიან და გრძელ ვადიან ტრენინგებსა და სემინარებზე, რაც საშუალებას მისცემს საქმიან ადამიანებს, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ დროის მცირე პერიოდში. აკადემიაში გაერთიანებული არიან მდიდარი გამოცდილების მქონე, საერთაშორისო კვალიფიკაციის პროფესიონალები.ჩვენთვის მთავარია ხარისხიანი ცოდნა მივაწოდოთ მსმენელებს მოკლე ვადაში. ტრენინგების დამთავრების შემდეგ ჩვენს კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ კომპეტენტური რჩევები და რეკომენდაციები ამა თუ იმ საკითხების შესახებ."-ამბობს აკადემიის გორის ფილიალის ხელმძღვანელი, ნათია შათირიშვილი.

დასაქმება შეხვედრა 

ამ დროისთვის სასწავლო ცენტრში კვლავ მიმდინარეობს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გადამზადების სასწავლო პროგრამები:

ბუღალტერია, კომპიუტერის საოფისე პროგრამები: მონაცემთა ბაზების პროგრამა, მარკეტინგ მენეჯმენტი და პიარ მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება. საბანკო საქმე . სტაჟირება მიკრო საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებში.
ფარმაცევტების მომზადება სტაჟირებით წამყვან აფთიაქებში. საგადასახადო საქმე . შემდგომი სტაჟირება საბუღალტრო ორგანიზაციაში. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

  • ოფისის მენეჯერი + უფასო ერთთვიანი სტაჟირებით.
  • მოლარე-ოპერატორი +პრაქტიკა RS.GE-ის პროგრამაში.
  • კულინარია კვების ტექნოლოგიები ,სტაჟირება წამყვან რესტორნებში.
  • საკონდიტრო საქმე, ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტი .სტაჟირებით ტურისტულ ორგანიზაციებსა და რესტორნებში.
  • უცხო ენები, ინგლისური რუსული გერმანული ენა.
  • ტელე რადიო ჟურნალისტიკა.მეტყველება. PR.საზოგადოებასთან ურთიერთობა. ტელეოპერატორი,
  • მედდების მოსამზადებელი კურსი . პრაქტიკით სხვა და სხვა კლინიკებში. პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსი.ოპერაციული სისტემები
  • ინფორმაციული უსაფრთხოება, IT ქსელი Oracle
  • მონაცემთა ბაზის დეველოპმენტი. Cisco IT Essentials
  • CISCO CCNA პროექტის მართვა, არქიტექტურა დიზაინი. კომპიუტერული სისტემები და ქსელები.
  • ევროპული განათლების აკადემია

" ბი დი სი -ს მიზანია მოამზადოს კადრები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან თანამედროვე დამსაქმებლების გაზრდილი მოთხოვნების პირობებში.
აკადემიის წარმატებული რეორგანიზაციის შედეგად გაფართოვდა ქსელი, გაიხსნა ფილიალები, დამყარდა კავშირები უცხოელ პარტნიორებთან, ამუშავდა გაცვლითი პროგრამები, გაღრმავდა ურთიერთთანამშრომლობა ქართულ ბრენდებთან და წამყვან ბიზნეს წრეებთან.სწავლების მაღალი დონე და პედაგოგების კვალიფიკაცია სავსებით გამორჩეულ კანდიდატებს სთავაზობს დამსაქმებლებს."-განმარტავს ნათია შათირიშვილი.

ბიდისის ინფორმაციით, აკადემია ატარებს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციებს. ხელს უწყობს სოციალურად დაუცველებსა და დევნილებს მათთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლებები, შესაბამისი იურიდიული დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

სწავლება მიმდინარეობს ღია და კორპორატიულ ფორმატში. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი პროგრამები შესაძლებელია ადაპტირებულ იყოს მიმდინარეობის კონკრეტული საჭიროებების და მოთხოვნების შესაბამისად. მიღება წარმოებს როგორც დღის ასევე საღამოს საათებში.

თანხის გადახდა კი ეტაპობრივად ხდება , სოციალურად დაუცველებისთვის, დევნილთათვის და ასევე სტუდენტებისთვის წარმოებს სპეციალური ფასდაკლება,

აკადემიის პრიორიტეტია ინტერაქტიული სწავლება! მაღალკვალიფიციური პედაგოგები, საერთაშორისო სტანდარტები!
დაგვიკავშირდით, მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია;


თბილისი აღმაშენებლის 17.
593 000 684 . 5(93) 25-25-08
e-mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
www.bdc-center.ge
გორი, გარსევანიშვილის ქ. # 3.

 

ქვეყნდება გავრცელების სერვისით

Read 627 times Last modified on Last modified on ივლისი 04 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი