გორის სამხედრო ჰოსპიტალში ავარიის შედეგად დაშავებული ჯარისკაცები მიიყვანეს

ივლისი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ჯარისკაცი სამედიცინო მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს.

ისინი გორში დასავლეთ საქართველოდან ჩამოიყვანეს. ბათუმიდან სენაკის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელსაც მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა, სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროები სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. შემთხვევის შედეგად, 14-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. სამი მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. უწყების ცნობით, ყველა სამხედროს მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, დაბა შეკვეთილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Read 2124 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი