ტინისხიდში ამბულატორიის აშენების სურვილი მხოლოდ "ქართლმა" გამოთქვა

ივლისი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში ახალი ამბულატორიის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.
სამუშაოების შესრულების სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოთქვა - სს "ქართლი" მზადაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები 79 250 ლარად შეასრულოს.
სს "ქართლის" მმართველობით ორგანოში გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი და მისი მეუღლე ირაკლი დონგუზაშვილი ფიქსირდებიან. ისინი აღნიშნულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სამეთვალყურეო საბჭოში შედიან.
დაასახელებს თუ არა გორის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისია სს "ქართლს" გამარჯვებულად, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
იმ შემთხვევაში, თუ მას დისკვალიფიცკაცია მიანიჭეს, ტინისხიდის ამბულატორიისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩავარდება, რადგან სხვა კომპანია ტენდერში როგორც შესყიდვების სააგენტოდან ირკვევა, არ მონაწილეობს.
Read 294 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი