გორის მერი: გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს

ივლისი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი, განვითარებული მოვლენების მიუხედავად, დაკავებულ თანამდებობაზე უნდა დარჩეს.

კონსტანტინე თავზარაშვილმა რადიო "მოზაიკასთან" ამ საკითხზე გორში დღეს გამართული აქციის საპასუხოდ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნას არ ეთანხმება.

"მე, რა თქმა უნდა, ვიზიარებ იმ აზრს, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ვერანაირად დავეთანხმები იმ მოთხოვნას, რომ გახარია უნდა გადადგეს. მას მოუწია ძალის გამოყენება და იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, ვინც დაზიანებები მიიღეს და დარწმუნებული ვარ, კარგად იქნებიან, ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს", - ამბობს გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი.

ამავე თემაზე: "გადადგეს ჯალათი გახარია" - აქცია გორში

 

Read 570 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი