გორში მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა უნდა გაკონტროლდეს - დისკუსია საკრებულოში

ივლისი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა ბერიანიძემ საკრებულოს კომისიის სხდომაზე შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, რომ გაკონტროლდეს ქალაქში მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა, რომ არ მოხდეს ქალაქის იერსახის დამახინჯება.

"მოვისმინეთ ქალაქის არქიტექტურის სამსახურის ანგარიში, იყო რეკომენდაციები, რჩევები. მე პირადად მქონდა რეკომენდაცია მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, შესაბამისმა სამსახურებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რათა არ დაზიანდეს ქალაქის იერსახახე", - განაცხადა ბერიანიძემ. 

მან საპარკინგე ადგილების მოწესრიგების საჭიროებაზეც ისაუბრა.

"აშენებისას უნდა იყოს გათვალისწინებული საპარკინგე  სადგომები, რომ მომავალში პრობლემა არ შეუქმნას მოსახლეობას. რამდენი მოსახლე უნდა იყოს ამ კორპუსში და ყველა ხომ არ აქვს საშუალება საპარკინგე ადგილი შეიძინოს?! ამიტომ მგონია, რომ ამის რეგულირებაც საჭიროა“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა. 

აღნიშნულ საკითხზე დეპუტატებმა სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.

Read 1041 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი