გორში "სტალინის სიკვდილი" აჩვენეს

მარტი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში არმანდო იანუჩის ფილმი "სტალინის სიკდილი" აჩვენეს. ფილმს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა ოკუპაციის მუზეუმში უყურეს.

ფრანგული გრაფიკული ნოველის მიხედვით გადაღებული ფილმი "სტალინის სიკვდილი" შავი იუმორით გაჯერებულ პოლიტიკურ სატირას წარმოადგენს. შინაარსის გამო, ფილმის ჩვენება რუსულ კინოთეატრებში აიკრძალა. მიზეზად კი სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებლობა დასახელდა. ფილმი მოგვითხრობს სტალინური მმართველობის დასასრულსა და სახელისუფლებო უმაღლეს ეშელონებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე. მასში კარგად არის ნაჩვენები ძალაუფლების გადანაწილების კულუარული პროცესები.

ღონისძიების ინიციატორები და ორგანიზატორები გორელი ახალგაზრდები იყვნენ. 

"ფილმი, სტალინის სიკვდილის ჩვენება ოკუპაციის მუზეუმში, იმ სივრცეში, შინაარსის და ჟანრიდან გამომდინარე, სიმბოლურობით მეტ მნიშვნელობას სძენდა, როგორც ღონისძიებას, ისე - თავად ეკრანიზაციას. ყველაზე საყურადღებო კი ისაა, რომ 1953 წელს განვითარბული მოვლენების რეალიზმი არ იკარგება, მიუხედავად სატირული პასაჟებისა. მეტიც, თავად რეჟიმის მსხვერპლად ის ლიდერები ჩანან, ვინც იმპერიის მმართველ წრეში გვევლინებიან. სწორედ მათ მიერ შექმნილი რეჟიმის შიშის გამო, ერთი შეხედვით, მარტივად მისაღები გადაწყვეტილებების მიღებისას გამართული მსჯელობა, მუდმივი ტყუილი, ყოფითი დიალოგის შინაარსი, აძლევს იუმორისტულ პასაჟებს. რათქმაუნდა ნაჩვენებია ის ცინიკური დამოკიდებულება ადამიანთა სიცოცხლისადმი, რაც საბჭოთა რეჟიმს ახასიეთრბდა", - განმარტავს ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა წიქარიძე. 

stalini chveneba


მისი აზრით, ფილმის ჩვენება გორში, მითუმეტეს სტალინის გარდაცვალების მეორე დღეს, სწორი იდეა იყო. ჩვენების კიდევ ერთი ორგანიზატორი გიორგი ედიშერაშვილია. მისი აზრით, საბჭოთა წარსულის გააზრებას საგნმანათლებლო დაწსებულებებმა უნდა შეუწყონ ხელი. 

"საბჭოთა წარსულის გააზრების საკითხში, დიდი როლი აქვს საგნმანათლებლო დაწესებულებებს. გორი საუნივერსიტეტო ქალაქია. ვისურვებდი,სასწავლებლის პროფესურა, პერიოდულად  მართავდეს შეხვედრებს სხვადადხვა ჯგუფებთან, საბჭოთა წარსულის შესახებ, ზუსტი ინფორმაციკს გავრცელების მიზნით.  ჩვენ მიერ დაგეგმილი ღონისძიება (ფილმის ჩვენება) ჩვენ ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირებას გულისხმობდა, იმ მანკიერი პერიოდის თაობაზე რომელსაც ადგილი ჰქონდა საბჭოთა, განსაკუთრებით კი სტალინურ პერიოდში".

biCebi

 

Read 1224 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი