კარალეთთან ტრაქტორს მანქანა დაეჯახა
ავარია მოხდა გორი - კარალეთის დამაკავშირებელ გზაზე.
მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 ადამიანი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
მომხდარს გორის საპატრულო პოლიცია იკვლევს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 - ე მუხლის მე - 4 ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს.