Print this page
შაბათი, 29 ივნისი 2019 12:08

გორში მოკლული 9 წლის გოგონას სახელი შესაძლოა ერთ - ერთ ქუჩას დაერქვას

Rate this item
(0 votes)

გორში, გალუსტაშვილის ქუჩიდან, კაჩინსკების ქუჩამდე, რომელიც კვეთს მუსხელიშვილის ქუჩას მდებარე უსახელო ქუჩისთვის გორში მოკლული 9 წლის გოგონას სახელის მინიჭებაზე გორის მუნიციპალიტეტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.

აღნიშნული ინიციატივა გორის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს ეკუთვნის.

"იმ უმწიკლო ბავშვის სახელი უკვდავია, მაგრამ ეს ქუჩა სიმბოლურია, ძირითადად ემსახურება რომ თითოეულ ჩვენგანს გვახსოვდეს ეს ფაქტი და ფრთხილად ვიყოთ. პედოფილიის და ძალადობის ფაქტები არ უნდა ხდებოდეს", - აღნიშნა დავით რაზმაძემ.

Read 1160 times Last modified on შაბათი, 29 ივნისი 2019 12:14