Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 28 ივნისი 2019 19:51

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, 20 ივნისის აქციის მონაწილეებს აღვირახსნილი ბრბო უწოდა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის ბიუროს სხდომაზე დღეს, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, 20 ივნისის ღამეს, დედაქალაქში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

 

დავით რაზმაძის თქმით, ოპოზიციონერი პარლამენტარები ბრბოს მიუძღოდნენ და პარლამენტის შენობის აღებას გეგმავდნენ, რაც მისივე განცხადებით, სამართალდამცავებმა დროულად აღკვეთეს.

"ეს იყო აღვირახსნილი ხალხის არასწორი ქმედებები, რომელიც ჩვენ სახელმწიფოებრიობას ემუქრება. საქართველო, მე ვიტყოდი, რომ კიდევ ვერ შედგა მენტალურად სახელმწიფო. ეს გამოიხატა 20 ივნისის ღამეს, როცა მოინდომა ბრბომ და მას წინ მიუძღოდნენ პარლამენტარები,  პარლამენტის შენობის ასაღებად. ეს იყო უსაშინლესი დანაშაული, რომელიც აღიკვეთა შესაბამისად და პროპორციული ძალით, რომელიც შეესაბამებოდა სწორედ იმ ქმედებებს", -აღნიშნა დავით რაზმაძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე.

 

Read 2178 times Last modified on პარასკევი, 28 ივნისი 2019 20:19