გორში ძლიერი წვიმის შედეგად კორპუსის ეზოები დაიტბორა

ივნისი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, ჭალის დასახლებაში კორპუსების ეზოები ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. ამის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მაცხოვრებელი ავრცელებს.

 

ეთერ ლოთიშვილი წერს, რომ დასახლებაში სანიაღვრე არხები არ არის და ყოველი წვიმის დროს, ეზოები იტბორება.

"გორის მუნიციპალიტეტის მერია 10 წუთიანი წვიმის შედეგი, ვენეცია ჭალაში...მერიიდან ორ ნაბიჯში, სანიაღვრე არხები აღარ არის მოდაში და ვეძებთ რეზინის ნავებს, გარე სამყაროსთან საკონტაქტოდ. სამეზობლომ გადაწყვიტა ლიფსიტების შეძენა, თევზს მაინც მოაშენებენ", - წერს ლოთიშვილი.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები ქალაქის სხვა ადგილებზეც შექმნა, მათ შორის რუსთაველის ქუჩაზეც.

Read 2535 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი