ხურვალეთში, ყოფილი რიტუალების სახლში სპორტული დარბაზის მოწყობა იგეგმება

ივნისი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია რიტუალების სახლის სპორტულ დარბაზად გადაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ უწყებამ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

მერია ითხოვს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამ სოფლისთვის გამოყოფილი თანხიდან 31 042 ლარი სწორედ ამ მიზნით დაიხარჯოს. 

შესაბამისი სამუშაოებისთვის მერიას შემსრულებელი კომპანია უკვე შერჩეული ჰყავს - შპს "ქართლი" სამუშაოებს იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ მერია შესყიდვების სააგენტოსგან აღნიშნულ მოთხოვნაზე თანხმობას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ მერიას აღნიშნული კომპანიისგან მომსახურების უტენდეროდ შეძენა სურს. 

პირდაპირი შესყიდვა საჯარო დაწესებულებას კერძო კომპნიასთან 5000 ლარამდე ღირებულების მომსახურების დროს შეუძლია. უფრო მეტი თანხის შემთხვევაში კი, ელექტრონული ტენდერი ცხადდება, თუ ადგილი არ აქვს რაიმე გადაუდებელ აუცილებლობას. აქედან გამომდინარე მერიას მოუწევს არგუმენტირებული ახსნა-განმარტება შესყიდვების სააგენტოს საჯაროდ გაუგზავნოს და დაასაბუთოს, თუ რატომაა საჭირო სამუშაოების შესასრულებლად შპს "ქართლისთვის" ექსკლუზიური უფლების მინიჭება.

Read 121 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი