Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 25 ივნისი 2019 18:30

გორის დემოკრატიის სკოლაში სასწავლო კურსი მე-7 ნაკადმა დაასრულა

Rate this item
(0 votes)

გორის დემოკრატიის სკოლა დღეს კიდევ 22 - მა მსმენელმა დაამთავრა. სერტიფიკატები კურსდამთავრებულებს სკოლის ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ გადასცა. 

დემოკრატიის სკოლაში მსმენელებს ლექციები 5 თვის განმავლობაში უტარდებოდათ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის და ურბანული განვითარების.

სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს გააძლიეროს დემოკრატიის მოთხოვნა საზოგადოებაში როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად. ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროგრამა შემუშავებულია ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფექტური სამოქალაქო მონაწილეობისათვის აუცილებელ ცოდნას და უნარებს მოიცავს.

"დემოკრატიის სკოლამ საშუალება მომცა გამეგო ბევრი რამ იმ თემების შესახებ, რომლებზეც მანამდე საფუძვლიანი ცოდნა არ მქონდა. ამ ხუთთვიანი სასწავლო კურსის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ მივიღე ცოდნა და გავხდი უფრო მეტად აქტიური საზოგადოებრივ ცხოვრებაში", - განაცხადა დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულმა, ლექსო მერებაშვილმა

"2012 წლიდან, ყოველწლიურად ახალი ნაკადი უერთდება დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა რიგებს. გორში 200 - მდე კურსდამთავრებული გვყავს. ეს ხალხი ხუთი თვის მანძილზე გადიოდა სასწავლო კურსს, რომელიც მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა პოლიტიკა, დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური საკითხები. ურბანული თემებზეც საკმაოდ დიდი დრო იყო დათმობილი, ასევე ეკოლოგია, კულტურული მემკვიდრეობა.

კურსდამთავრებულები, იმედი მაქვს, პრაქტიკულად გამოიყენებენ იმ ცოდნას და გამოცდილებას, რომლებიც მიიღეს. ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან. იყვნენ როგორც საჯარო სამსახურის ასევე სამოქალაქო სექტორი, მედია და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ეს ხალხი რეალურ ცვლილებებს მოახდენენ საზოგადოებაში და წარმატებით გამოიყენებენ ამ ცოდნას", - განაცხადა დემოკრატიის სკოლის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ხითარიშვილმა

Read 1467 times Last modified on სამშაბათი, 25 ივნისი 2019 19:28