მაკრახიძე: ივანიშვილის მიერ დასახელებული ცვლილებები სიკეთეს მოიტანს

ივნისი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი-დეპუტატი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

იოსებ მაკრახიძის აზრით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული ცვლილებები ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იქნება. მაკრახიძე ნულოვან ბარიერსაც აფასებს და ფიქრობს ,რომ ამ სიახლის განხორციელების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური პარტიების რაოდენობა შემცირდება.

"აღარ იქნებიან მაჟორიტარები და გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს ძალიან კარგია. ვფიქრობ, სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. რაც შეეხება ნულპროცენტიან ბარიერს, ყველას ექნება საშუალება შევიდეს პარლამენტში, ვისაც 3 და 5% ის გადალახვა უჭირდა. ამდენი პარტიები არ უნდა იყოს პარლამენტში, რაც ახლაა. ვფიქრობ ივანიშვილის მიერ დასახელებული ცვლილებების განხორციელების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური პარტია შევა, რომელიც უფრო მეტ წევრს გააერთიანებს", - ამბობს იოსებ მაკრახიძე.

Read 1181 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი