Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 24 ივნისი 2019 14:28

თბილისში აქციის დროს დაკავებული 2 პირის ინტერესებს თამარ თედლიაშვილი იცავს

Rate this item
(0 votes)

20 ივნისს საპროტესტო აქციაზე დაკავებულები გორში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადმოიყვანეს. მათ უფლებებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის იურისტი თამარ თედლიაშვილი იცავს.

ადვოკატის განმარტებით, გორის იზოლატორიში ორი ბრალდებული გადმოიყვანეს, რომელთაგან ერთი ამ დროისთვის გათავისუფლებულია.

“ორ ადამიანს ვუწევ სამართლებრივ დახმარებას. ერთი უკვე გათავისუფლდა, ვინაიდან მისთვის განკუთვნილი დღეები ამოიწურა, მეორე დაკავებული ს.დ იზოლატორში რჩება. ჩვენ ველოდებით სააპელაციო სასამართლოს, რომელზეც ვითხოვთ საქმის შეწყვეტას და პატიმრობიდან ბრალდებულის გათავისუფლებას“, - აღნიშნა თამარ თედლიაშვილმა.

ადვოკატთა ასოციააციის იურისტები აქციის დროს დაკავებულებს უსასყიდლოდ გაუწევენ საადვოკატო და სამართლებრივ მომსახურებას.

Read 857 times