Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 24 ივნისი 2019 13:45

გორის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 20 ივლისს დაიწყება

Rate this item
(0 votes)

2019- 2020 წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისს დაიწყება. 

რეგისტრაციის გავლას მხოლოდ ის ბავშვები შეძლებენ, რომლებიც 2017 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით დაიბადნენ. 

ქალაქში არსებული ბაგა-ბაღებისთვის იმუშავებს საპილოტე პროგრამა და რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს. 

"რეგისტრაციის წარმატებით გავლა არ ნიშნავს ავტომატურად ჩარიცხვას. რეგისტრაციის ვადების დასრულების შემდეგ, განიხილება თითოეული აპლიკაცია და მოხდება მშობლებთან დაკავშირება. ვებ.გვერდზე რეგისტრაციის ფანჯარაში გადასვლის შემდეგ, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეძლებთ ნახოთ რომელ ბაღში რამდენი ვაკანტურია ადგილია. საბუთები რეგისტრაციის მომენტში არ გჭირდებათ. ჩარიცხვის შემთხვევაში, დაგიკავშირდებიან და სააგენტოში წარადგენთ საბუთებს", - წერია განცხადებაში.

Read 702 times