ყელქცეულში რიტუალების სახლი საბავშვო ბაღად გადაკეთდება

ივნისი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია ყელქცეულში რიტუალების სახლის საბავშვო ბაღად გადაკეთებას აპირებს.

ამისთვის მერია ხელშეკრულებას იმ კომპანიასთან აფორმებს, რომელსაც უკვე 11 სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული.

მერიის მოთხოვნის მიხედვით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან 12 332 ლარი სწორედ აღნიშნული მიმართულებით დაიხარჯება.

პირდაპირი შესყიდვის წესით კი ხელშეკრულება შპს "ალონისთან" გაფორმდება.

გარდა ამისა, გორის მერია აღნიშნულ კომპანიასთან (როგორც ტენდერში გამარჯვებულ შპს-სთან) სხვადასხვა სამუშაოებისთვის 237 134 ლარიან 3 ხელშეკრულებას აფორმებს.

მიმდინარე წელს გორის მერიის მიერ გამოცხადებული 11 ტენდერი აქვს მოგებული, რომლის საერთო ღორეიბულება 175 591 ლარია.

Read 104 times Last modified on Last modified on ივნისი 24 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი