გორის მერიას 11 712 ლარიანი ხელშეკრულების გაფორმება უტენდეროდ სურს

გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში გორის მერია ავტობუსის მოსაცდელების მოწყობას აპირებს.

ბიისში, ტუსრევში და ყველაანთუბანში, მშენებლობის სამუშაოებისთვის გორის მერიას 11 712 ლარის დახარჯვა აქვს გათვალისწინებული, თუმცა ტენდერის გამოცხადების გარეშე. შესყიდვების სააგენტოდან ირკვევა, რომ ამ მიზნით უწყება გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს, დაფინანსების წყაროდ კი სახელმწიფო ბიუჯეტია მითითებული.

სამუშაოების შესრულება ერთი თვის ვადაშია განსაზღვრული.

დაგეგმილი სამუშაოებისთვის გორის მერიას პირდაპირი შესყიდვის წესით, 11 712 ლარიანი ხელშეკრულების გაფორმება ინდ. მეწარმე კახა დათაშვილთან სურს. ეს ის ინდ მეწარმეა, რომელმაც გასულ წელს სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მერიის მოთხოვნები მან ვერ დააკმაყოფილა და უწყებამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

პირდაპირი შესყიდვა, კანონის მიხედვით, 5000 ლარამდე ღირებულიების ხელშეკრულების შემთხვევაში ხორციელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყებამ კონკრეტული არგუმენტებით უნდა დაასაბუთოს გამარტივებული წესით შესყიდვის აუცილებლობა და საჭიროება.

შესყიდვების სააგენტოსგან გორის მერიას აღნიშნულ მოთხოვნაზე თანხმობა ჯერ არ მიუღია.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1018 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი