საქართველო მავთულხლართების გარეშე - გორში დღეს მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებენ

ივნისი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, ცენტრალურ მოედანზე დღეს ოკუპაციის შესახებ კანონის აღსრულებას მოითხოვენ.

აქციის ორგანიზატორი გორის ანტი - საოკუპაციო მოძრაობაა.

ორგანიზატორების განცხადებით, აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც რუსთაველის გამზირზე პოლიციამ მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა.

"ჩვენ არაფერს ვითხოვთ არდა იმისა, რომ სახელმწიფომ დაიცვას კანონი ოკუპაციის შესახებ. აქცია არ არის პოლიტიკური. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ გორში იგრძნობოდეს მუხტი იმისა, რომ საზოგადოება არ ეგუება ოკუპაციას.

21 ივნისს 19:00 გორის ცენტრში,საკრებულოს წინ გელოდებით ყველას,ვისთვისაც ეს თემა მნიშვნელოვანია. გელოდებით მაისურებით, პლაკატებით, საყვირებითდროშებთ და დიდი შემართებით, რომ გავაგონოთ ჩვენი ხმა ყველას", - აცხადებს აქციის ერთ - ერთი ორგანიზატორი.

Read 839 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი