Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019 14:28

"არა ოკუპანტთან თანამშრომლობას" - გორში 16 საათზე აქცია გაიმართება

Rate this item
(0 votes)

გორში მცხოვრებლების ნაწილი რუსეთის სათათბიროს დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებს.

"არა ოკუპანტებთან თანამშრომლობას" - ამ სლოგანით აქცია დღეს კინოთეატრ "გამარჯვების" მიმდებარე ტერიტორიაზე 16 საათზე გაიმართება.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან დეპუტატებს რუსულად მიმართავდა.

Read 901 times Last modified on ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019 14:49