Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019 10:05

ბიბილოვი საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის მონიტორინგს ითხოვს

Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი დარწმუნებულია, რომ ლუგარის ლაბორატორიას გარკვეული საფრთხეების გამოწვევა შეუძლია.

ბიბილოვის თქმით, ზამთრის პერიოდში გრიპის ვირუსი სწორედ ამ ლაბორატორიიდან გავრცელდა.

"ზამთარში იყო საქართველოში გრიპის ეპიდემია და დაიღუპნენ ადამიანები. შეიძლება აქაც შემოვიდეს ვირუსი, მაგრამ ჩვენ გავაძლიერეთ კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც აწარმოებენ მონიტორინგს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის მიმართ, უნდა დაინტერესდნენ ლუგარის ლაბორატორიით. სირიაში თუ შეიძლება მონიტორინგი ქიმიური იარაღის, რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს საქართველოში"? -  აღნიშნა ბიბილოვმა.

Read 689 times