Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 06 მარტი 2018 17:33

ქვემო ხვითში 26 წლის წინ დახურული ბაღის გახსნას ითხოვენ

Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითში საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გამო ბავშვები სკოლამდელ განათლებას ვერ იღებენ. 

ბაღის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ შენობა ჯერ სათანადოდ აღჭურვილი არ არის. დირექტორის თქმით, ჯერერობით ვერ გათბობის სისტემა მოეწყო. 

საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, საბავშვო ბაღის აღდგენასა და ძველი ფუნქციის დაბრუნებას, მოსახლეობა მოთმინებით ელოდება. ზურა ყაჯრიშვილის თქმით, პრობლემების მოგვარების მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. 

ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ქვემო ხვითის საბავშვო ბაღის გახსნამდე ბოლო დეტალებს აზუსტებენ. ვახტანგ გიუნაშვილი ადგილობრივებს აიმედებს, რომ დაწესებულება მალე გაიხსნება.

სოფელ ქვემო ხვითის საბავშვო ბაღი მეურნეობის გაუქმებასთან ერთად 26 წლის წინ დაიხურა. მას შემდეგ ბაღის აღდგენა არაერთხელ დაანონსდა, თუმცა პროცესები სხვადასხვა მიზეზით ჟიანურდებოდა. 

https://soundcloud.com/vxjkqt4byjwr/ljhb52cgmrce 

Read 1764 times