გუბერნატორი: გორში რამდენიმე სველი წერტილი მოეწყობა

ივნისი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"იგეგმება თუ არა გორში საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობა", - ამ კითხვით მიმართეს შიდა ქართლის გუბერნატორს, რომელმაც გორის დემოკრატიის სკოლაში საზოგადოებას მისი მუშაობის შედეგები გააცნო.

კითხვის ავტორის თქმით, ქალაქში არ არსებობს საზოგადოებრივი საპირფარეშოები, რაც ადგილობრივ მოსახლოებას და ტურისტებს დისკომფორტს უქმნის.

გურნატორის თქმით, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში 3 - 4 სველი წერტილი მოეწყობა.

"ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ფუნქციონირებს სველი წერტილი, ასევე მუშაობს სტალინის სახლ - მუზეუმთან. გარდა ამისა, ასევე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მოეწყობა  3 - 4 სველი წერტილი. ასევე იქნება ატენის სიონთანაც", - განაცხადა გუბერნატორმა

Read 322 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი