Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 18 ივნისი 2019 11:41

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და სწავლა დაუფინანსდებათ.

 

ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, მისი თქმით აბიტურიენტების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.


"ვინც გამოთქვამს სურვილს სწავლა გააგრძელოს ქართულ უნივერსიტეტებში, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ ამაში და სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა სტუდენტის დაფინანსებას ",  – განაცხადა განათლების მინისტრმა.

დადგენილების მიხედვით, აღნიშნული პირები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან. ამ პირობებით სარგებლობა შეუძლია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს.

Read 818 times Last modified on სამშაბათი, 18 ივნისი 2019 13:37