გორის მერიამ წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების 55 % შეასრულა

ივნისი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულების ანგარიშის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლო 6 თვეში ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაში 5 352 596 ლარი დახარჯა.

ამის შესახებ რადიო “მოზაიკას“ გორის მერიიდან აცნობეს. საჯარო ინფორმაციის თანახმად, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაციისთვის 1 665 968 ლარი დაიხარჯა

გზების მოხრეშვა და ორმოულების შეკეთება ადგილობრივ ხელისუფლებას 43 172 ლარი დაუჯდა.

მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ქუჩების რეაბილიტაციაში. ამ მიმართულებით ბოლო 6 თვეში 1 622 796 ლარია დახარჯული.

მიმდინარე წელს ადგილობრივ ხელისუფლებას ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაციისთვის 34 816 253 ლარი აქვს გათვალისწინებული.

6 თვის მანძილზე გორი მუნიციპალიტეტის მერიამ გეგმით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების 55 % შეასრულა.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 348 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი