"Rave Fest"-ი გორში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მეორე სერიას ჩაატარებს
24 ივნისს "Rave Fest"-ი გორში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მეორე სერიას ჩაატარებს.
"ფესტივალი ჩატარდება, ახალბაღის ტბის კუნძულზე. წინა ივენთისგან განსხვავებით, ამჯერად ორი დიჯეი დაგვემატება", - უთხრა რადიო "მოზაიკას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თაზო გამხუაშვილმა.
ფესტივალზე დაუკრავენ:
Borg
Nexes
Lonex
Fila
Leon Leony
George Glavatski
ბილეთის ფასი 10 ლარი იქნება, სტუდენტები კი 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ფესტივალი 19:00 საათზე დაიწყება.