Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 15 ივნისი 2019 09:50

გორში, ლომჭაბუკის სკვერში, სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება

Rate this item
(0 votes)

"გორში, ლომჭაბუკის სკვერში, სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა", - ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის შენობის კედელი შეკეთდა, ასევე მოხდა კედლის, პიედესტალის და ამფითეატრი მოპირკეთება ბოლნისის ტუფით.

"მოხდა სარწყავი წყლის სისტემის მოწყობა, დამონტაჟდა დეკორატიული განათებები, მოპირკეთდა არსებული ბილიკები და დაიდგა სკამები. ასევე მოეწყო გორის ციხესთან ფეხით მისასვლელი სავალი ბილიკები", - განმარტავენს მერიაში.

აღნიშნული სამუშაოები ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის მაისის თვეში ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში გაიმარჯვა და 1 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა.

Read 798 times