გორში ლექცია "საქართველოს ევროპული მე - 20 საუკუნე" ჩატარდება

ივნისი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

Nova Societas - ის ორგანიზებით, გორში გაიმართება ლექცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს ევროპულ მეოცე საუკუნეს.

ლექციებს წაიკითხავენ: პროფესორი ემზარ ჯგერენაია (ილიაუნი), პროფესორი თორნიკე შარაშენიძე (ჯიპა),  ირაკლი ირემაძე (დემოკრატიული რესპუბლიკის მკვლევარი, ისტორიკოსი) და გიორგი კეკელიძე (ქუთაისსა და ზუგდიდში).

Nova Societas – ი 2018 წლის ზაფხულიდან იკვლევს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) ურთიერთობას ევროპასთან და, ზოგადად, მის დამოკიდებულებას დასავლეთისადმი.

ორგანიზატორების განცხადებით, მეოცე საუკუნის პირველი მეხუთედის დოკუმენტების (ძირითადად, პრესის) დამუშავებამ და შესწავლამ ცხადყო, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა თავისი სულისკვეთებითა და ბუნებით ევროპული სახელმწიფო იყო.

დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების ხედვები და იდეები იმდროინდელი ევროპის პოლიტიკური და ინტელექტუალური ლიდერების იდენტური იყო. სხვა სიტყვებით, დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები საუბრობდნენ ერთ ენაზე მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის ევროპის პოლიტიკურსა და ინტელექტუალურ ლიდერებთან. სამწუხაროდ, 1921 წლის ოკუპაციამ და, რაც მთავარია, წითელმა ტერორმა, შეაჩერა საქართველოს ევროპული მეოცე საუკუნე.

ლექციები ჩატარდება:

გორი – გორის მთავარი ბიბლიოთეკა. 14 ივნის, 16:30 საათი

თელავი – თელავის უნივერსიტეტი (ველოდებით დადასტურებას). 21 ივნისი, 16:30 საათი

ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკა. 26 ივნისი, 16:30 საათი

ზუგდიდი – ზუგდიდის მთავარი ბიბლიოთეკა. 27 ივნისი, 16:30 საათი

Read 350 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი