გორის მერიამ ვაკანსიები გამოაცხადა

ივნისი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ღია კონკურსი 3 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადა.

კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:

  • მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;
  • მერის წარმომადგენელი ჭალა-წყაროსუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;
  • მეორადი სტრუქტურული ერთეულის შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი - 1 საშტატო ერთეული.

გორის მერიის ცნობით, კონკურში მონაწილეობის მსურველებს უმაღლესი განათლება და ორწლიანი სამუშაო გამოცდილება მოეთხოვებათ.

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე www.HR.gov.geუნდა გაიარონ.

Read 846 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი