Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019 12:45

გორის მუნიციპალიტეტის დატბორილ სოფლებში მაშველები ამ დრომდე მუშაობენ

Rate this item
(0 votes)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 სამუშაო ჯგუფი გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულში, ქვემო ხვითსა და ზემო ნიქოზში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და წყალს ტუმბავდნენ.

გორის მერიის ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები, ისინი ადგილზე პრობლემის სრულ მოგვარებამდე დარჩებიან. 

50 - მდე ოჯახს პრობლემები უხვი ნალექის შედეგად შეექმნა. ძლიერი წვიმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაიტბორა სახლების სარდაფები, პირველი სართულები და ნათესები.

Read 740 times Last modified on ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019 12:49