მაკრახიძე: ეს ხელისუფლება მაფასებს, უკვე რამდენი ტენდერი მომაგებინეს

ივნისი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე ხელისუფლებისგან ღირსების ორდენსაც ელოდება.

ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" პარლამენტარმა თავად განუცხადა. იოსებ მაკრახიძე ფიქრობს, რომ ამ ხელისუფლებისგან ყურადღება და დაფასება არ აკლია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ჯილდო წინა ხელისუფლებების შემდეგ ამჟამინდელი მმართველობისგანაც მიიღოს დეპუტატის უფლებამოსილების ამოწურვამდე.

"შევარდნაძის მმართველობის დროსაც დამაჯილდოეს ღირსების ორდენით და სააკაშვილის პერიოდშიც. თუ დავიმსახურებ, არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტარობის პერიოდში ამ ხელისუფლებამაც გადმომცეს ეს ჯილდო. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელისუფლება მე უკვე მაფასებს, აბა დაფასება არ არის, რომ ვმუშაობ, ტენდერებს რომ ვიგებ? სხვათა შორის, ვაპირებ უახლოეს პერიოდში ამოვკრიფო და გამოვაქვეყნო მონაცემები 2016 წლიდან დღემდე რამდენი ტენდერში მივიღე მონაწილეობა, რამდენი მოვიგე და რამდენი წავაგე", - ამბობს იოსებ მაკრახიძე.

ამავე თემაზე: პარლამენტარის "იბოლია" გორის მერიის 1 112 215 ლარის ღირებულების ორ ტენდერში მონაწილეობს

Read 1636 times Last modified on Last modified on ივნისი 12 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი