გორის სპორტის სასახლის დირექტორმა "ქართულ ოცნებას" 100 ათასი ლარი შესწირა

ივნისი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შპს საქართველომ, რომლის 100% იანი წილის მფლობელი გორის სპორტის სასახლის დირექტორია, "ქართულ ოცნებას" 100 ათასი ლარი გადაურიცხა.

ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ამ კომპანიას და მასთან დაკავშირებულ პირებს წინა წლებში პოლიტიკური შემოწირულებები არ გაუკეთებიათ.

ქართულმა ოცნებამ 2019 წლის შუალედური არჩევნების წინ მარტში, აპრილსა და მაისის 10 დღეში 2 მილიონ ლარზე მეტის მოგროვება მოახერხა. მმართველ პარტიას ფულს სწირავდნენ როგორც ფიზიკური პირები, ისევე კომპანიები

კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, ბორის გოგიჩაიშვილი შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს და ამავდროულად არის გორის სპორტის სასახლის დირექტორი. ბორის გოგიჩაიშვილი 2011 წელს დაკავებული იყო. მაშინ მას სახელმწიფო სახსრების მითვისებას და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდა.

გამოძიება ირწმუნებოდა, რომ შპს საქართველომ მოსახლეობისგან ყურძნის შესასყიდად, გადასამუშავებლად და ტრანსპორტირებისთვის ბიუჯეტიდან გაცემული 2 მილიონი ლარის ნაწილი, კერძოდ 400 000 ლარი მიითვისეს და 3 500 ტონა საფერავის ნაცვლად 2 700 ტონა შეიძინეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ყოფილი სპორტსმენი და კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე კურტანიძე ერთ მისამართზე არიან რეგისტრირებულები.

შპს საქართველოს მესაკუთრესა და დირექტორის საცხოვრებელ ბინაშია რეგისტრირებულია ამ კომპანიის დირექტორის კიდევ ერთი კომპანია, შპს "ტენდა".

აღსანიშნავია,რომ ბორის გოგიჩაიშვილი სახელმწიფოსგან გორში, ყოფილი ცირკის ტერიტორიაზე ტერიტორიის გადაცემას ელოდება, სადაც სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით,აღნიშნული ქონება წლების წინ გოგიჩაიშვილს მაშინდელმა ხელისუფლებამ უკანონოდ ჩამოართვა. ამ საკითხზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ბიუროს ბოლო სხდომაზე იმსჯელეს და მას განსახილველად 14 ივნისს საკრებულოს სხდომაზე გაიტანენ.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1326 times Last modified on Last modified on ივნისი 12 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი