Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019 11:45

გორში შადრევნები ჩართეს

Rate this item
(0 votes)

გორის სკვერებში არსებული თითქმის ყველა შადრევანი ამ დროისთვის უკვე ჩართულია.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ქალაქში ყველა შადრევანი ამუშავდება

“ქალაქის სკვერებში გამწვანებით სამუშაოებთან ერთად რეაბილიტაცია ჩაუტარდათ შადრევნებსაც. კოსმეტიკური და სხვა საჭირო სამუშაოების შემდეგ, გორის დასვენების პარკში და სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე სკვერში ჩაირთო მთავარი და კასკადური შადრევანები.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს ბარათაშვილის სკვერში, რომელიც წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა", - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში

Read 3979 times