გორის სასწრაფო დახმარების ახალი ობიექტის მშენებლობა ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს

ივნისი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, ჭონქაძის ქუჩაზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა სექტემბერში უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ შიდა ქართლის რეგიონული განვითარების გეგმაშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, მშენებლობის პროცესი 2019 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს, საჭირო თანხა კი ადგილობრივთან ერთად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

"პროექტი ითვალისწინებს 298161 მ2 ფართობზე ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოებს, შიდა წყალსადენისა და კანალიზაციის, ელ. მომარაგების, ვიდეო მეთვალყურეობის, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის, ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების, სახანძრო სიგნალიზაციის და საქვაბის მოწყობილობის სამუშაოებს. ასევე, ტერიტორიის კეთილმოწყობას და საპარკინგე ადგილის მოწყობას", - წერია რეგიონის განვითარების 2019-2021 წლის გეგმაში.

დოკუმენტის მიხედვით, გაიზრდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მომსახურების ხარისხი და სისწრაფე.

ობიექტით სარგებლობა მუნიციპალიტეტის 15 000 მდე ბენეფიციარს შეეძლება. მშენებლობისთვის ცენტრალურიდან 511,747 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 26,934 დაიხარჯება.

Read 287 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი