Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 11 ივნისი 2019 13:22

გორში დაზიანებულ ურნებს ახლებით ჩაანაცვლებენ

Rate this item
(0 votes)

"გორში ძველი ურნები ახლით ჩანაცვლდება", - ამის შესახებ რადიო “მოზაიკას“ კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბაჩანა გვიანიშვილმა განუცხადა. 

“პირველ რიგში ის ურნები გამოიცვლება, რომელიც დაზიანებულია. ცენტრალური ქუჩიდან დავიწყებთ და მერე დანარჩენს მივყვებით. რა თქმა უნდა, დაემატება ისეთ ადგილებზე, სადაც ამის საჭიროებაა. კონკრეტულად, რომელ ადგილებზე მოხდება დამატება, ჯერ ვერ გეტყვით“, - გვითხრა ბაჩანა გვიანიშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 200 ურნის შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა. გორის მერია, სულ 150 ცალ 1100 ლიტრიან და 50 ერთეულ 120 ლიტრიან პლასტმასის კონტეინერებს შეიძენს.

ამავე თემაზე: გორის მუნიციპალიტეტის მერია 100 000 ლარად ნაგვის კონტეინერებს შეიძენს

Read 700 times