გორის სპორტის სასახლის დირექტორი: დარბაზში ისეთი იატაკი დააგეს, ბურთი ვერ ხტუნაობს

14 ივნისს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები გორის სპორტის სასახლის ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოსთან შეერთების საკითხზე იმსჯელებენ. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ ტენდერი, რომელიც აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოების დასრულებას გულისხმობს, ჯერ არ გამოცხადებულა.
ამ საკითხზე, რადიო "მოზაიკა" სპორტის სასახლის დირექტორს, ბორის გოგიჩაიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ახლადაშენებულ სპორტკომპლექსში იატაკია დასაგებია და მისი გახსნის გაჭიანურებაც სწორედ ამ ვითარებას უკავშირდება.
"ჩემი ინფორმაციით, იატაკს ვერ აგებენ, ტენდერიც არ გამოცხადებულა ჯერ, როგორც გავიგე ერთ თვეში გეგმავენ გამოაცხადონ ტენდერი იატაკის დასაგებად. ალბათ სექტემბერ-ოქტომბერში დაასრულებენ ამ ყველაფერს. მოგეხსენებათ კანადური კომპანია იყო, რომელმაც ეს ობიექტი ააშენა, დააგეს ისეთი იატაკი, სადაც ბურთი ვერ ხტუნაობს და სპორტული შეჯიბრებებისთვის ვერ გამოდგება. სწორედ ამაზე იყო დავა, რომ ეს თავიდანვე იყო პირობაში ჩადებული, ახლა პარკეტია დასაგები და ა.შ. რაც შემეხება მე, ა(აიპ) სპორტის სასახლის დირექტორი კი ვარ, მაგრამ არც ხელფასი მაქვს დ არც თანამშრომლები მყავს. რადგან ჯერ მუნიციპალიტეტზე ეს შენობა გადმოცემულიო არ არის", - აღნიშნა ბორის გოგიჩაიშვილმა.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გორის სპორტის სასახლე 2017 წლის აგვისტოში უნდა გახსნილიყო. შიდა ქართლის გუბერნიის ინფორმაციით, გორის სპორტკომპლექსის გახსნა წლის ბოლომდე გადაიდო.
აღნიშნულ შპს-სთან 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება სპორტის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გააუქმა. მიზეზად კი კომპანიის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები დასახელდა. თავის მხრივ, კანადური კომპანია "ბეჰლემ ინდუსტრი" აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ფარგლებს გარეთ დაობს და საქართველოს მთავრობას ლონდონის სასამართლოში უჩივის.
 
 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2514 times Last modified on ივნისი 11 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი