Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 05 მარტი 2018 16:49

ებრაელმა სტუდენტებმა გორის მერს ბედნიერების სიმბოლო გადასცეს

Rate this item
(0 votes)

ისრაელის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები გორის მერს შეხვდნენ.  შეხვედრაზე მერმა გორის მუნიციპალიტეტის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მან სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.სტუდენტების ინტერესი ძირითადად ქალაქში ბიზნესის წარმოებას ეხებოდა.

ებრაელი ახალგზარდები ასევე დაინტერესდნენ, თუ როგორ ზრუნავს ადგილობრივი ხელისუფლება მიუსაფარ ცხოველებზე.


მოგვიანებით შეხვედრამ ოკუპაციის მუზეუმში გადაინაცვლა, სადაც ებრაელი სტუდენტები საქართველოს წარსულსა და დღევანდელ პოლიტიკურ ვითარების შესახებ გამართულ ლექციას დაესწრნენ.


ისრაელის ’’თავისუფალი უნივერსიტეტის’’ სტუდენტების ჯგუფი საქართველოში 12 მარტამდე დარჩება.


ამ ხნის განმავლობაში ისინი მოინახულებენ შიდა ქართლის რეგიონს და შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.


სასწავლო ვიზიტი, რომელის მიზანიც ებრაელი ახალგაზრდებისთვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობაა, პროექტ „კულტურათაშორისი დიალოგი და სახალხო დიპლომატიის“ ფარგლებში ხორციელდება.


ებრაელი სტუდენტების ვიზიტი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის ხიდმა „ქართლოსმა“, ისრაელში მოქმედ პარტნიორ ორგანიზაციასთან - „სპარკ პროსთან“ ერთად დაგეგმა.

Read 1760 times