Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 04 მარტი 2018 20:36

"მშვიდობა ომზე მეტია" - ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი გორშიც მიაგეს

Rate this item
(0 votes)

აქცია, სახელწოდებით ,,მშვიდობა ომზე მეტია" გორის უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სკვერთან გაიმართა. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას და მწუხარება გამოხატეს მომხდარის გამო.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ოკუპაციის მუზეუმში გადაინაცვლეს, სადაც რუსული აგრესიის ამსახველი ფილმის ჩვენება მოეწყო.

დღევანდელი ღონისძიება გორში ორგანიზაცია ,,ქართლოსის" ორგანიზებით გაიმართა.

 

 

28472110 1917128984996367 6050711798496844811 n

Read 1719 times