Print this page

გორის თემის მაჟორიტარის ბიუროს წელიწადნახევარში 6 000-მა მოქალაქემ მიმართა

ივნისი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი წელიწადნახევრიანი მუშაობის ანგარიშს აქვეყნებს.

პარლამენტის წევრის თენგიზ ხუბულურის ბიუროს ინფორმაციით, 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე ბიუროს წერილობით და ზეპირსიტყვიერად 6000-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა. აქედან 2008 წერილობითი განცხადება იყო, საიდანაც 1595 დადებითად გადაწყდა, ხოლო ზეპირი კონსულტაცია და დახმარება გაეწია 4000-მდე მოქალაქეს.

"მოქალექალაქეები მაჟორიტარის ბიუროს ძირითადად მიმართავენ ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების, სოციალური შემწეობის დანიშვნის, ინფრასტრუქტურულ და სხვა პირად პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მაჟორიტარმა დეპუტატმა საანგარიშო პერიოდში 342 საჯარო შეხვედრა გამართა გორის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში. მოსახლეობის საჭიროების გამოვლენის მიზნით ხშირად ატარებს შეხვედრებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან. მაჟორიტარის ინიციატივით ჩატარდა სხვადასხვა სპორტული, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო აქტივობები სადაც ჩართული იყო მთლიანად გორის მუნიციპალიტეტი და მასში შემავალი სოფლები", - წერია მაჟორიტარის ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Read 394 times