Back to Top
ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019 14:06

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

Rate this item
(0 votes)

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკა დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს.

მიზეზი - არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებია.

დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ ე.წ გამშვებ პუნქტზე მოქალაქეთა გადაადგილება 8 ივნისს შეწყდება. ე.წ. გამშვები პუნქტი მუშაობას 11 ივნისს განაახლებს.

ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს გაიმართება.

Read 504 times