გორელ ახალგაზრდებს სამეწარმეო პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ

ივნისი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„გახდი ახალგაზრდა მეწარმე“ - პროექტის პრეზენტაცია გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

18-29 წლის ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც გორში ცხოვრობენ, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროექტში, რომელიც საკუთარი ბიზნეს - იდეის რეალიზაციის საშუალებას მისცემს.

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის - RDFG-ისა და USAID-ის ზრდა ერთობლივი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტი ითვალისწინებს ჯამში სულ მცირე 500 ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში, მათ შორის გორშიც. RDFG-ს ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელის რევაზ ჭაველიძის თქმით, მათი მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება.

„პროექტი ფოკუსირებულია ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ეს არის ფლაგმანური პროექტი, რომელიც მოიცავს 9 მუნიციპალიტეტს, მათ შორის არის გორი და კასპი. სფეროები, რომლებშიც ველოდებით ახალგაზრდების დაინტერესებას და საპროექტო იდეების წარმოდგენას არის ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ინოვაციური ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები", - განაცხადა რევაზ ჭაველიძემ.

პროექტის ფარგლებში, ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული 3 ბიზნეს პროექტი დაჯილდოვდება 10 000, 8 000 და 6 000 ლარის ოდენობის საგრანტო თანხით. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ისინი პროექტის დასრულების შემდეგ, სულ მცირე 5 საწარმოს შექმნას ვარაუდობენ, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია: http://rdfg.ge/ka/training/

Read 509 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი