Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019 13:24

ახალგაზრდები ცვლილებებისთვის - გორში მულტიკულტურული ფესტივალი გაიმართება

Rate this item
(0 votes)

კულტურათშორისი დიალოგისა და კავშირების გაღრმავების მიზნით, გორში ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი პროექტის, "ახალგაზრდები ცვლილებებისთვის" ფარგლებში მოეწყობა და მასში მონაწილეობას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხელოვანი ადამიანები, მეწარმეები, ანსამბლები და ჯგუფები.

"ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს კულტურათაშორის დიალოგისა და კავშირების გაღრმავებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ასევე საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახადოს სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლების შემოქმედება და პოპულარიზაცია გაუწიოს მას. გაავრცელოს ინფორმაცია საზოგადოებაში იმ ეთნიკური წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც საუკუნეების მანძილზე დაკავშირებულები იყვნენ ჩვენს რეგიონთან", - აცხადებენ ორგანიზატორები

ფესტივალის მხარდამჭერია გორის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო

ფესტივალი 8 ივნისს, წერეთლის ქუჩაზე მოეწყობა. 

Read 822 times Last modified on ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019 15:57