Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019 11:36

გორის მერის წარმომადგენლებს მუშაობის ანგარიშს მოსთხოვენ 

Rate this item
(0 votes)

სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, ლია ჩლაჩიძემ გამოთქვა ინიციატივა, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა საკრებულოს სამუშაო ანგარიში წარუდგინოს.

"მერის წარმომადგენლებმა უნდა წარმოადგინონ ანგარიში საკრებულოს წინაშე. რას აკეთებენ, რამდენი მოსახლეა, რამდენი ქალია, რამდენი კაცია, რამდენი სტუდენტია, რამდენი ინვალიდია, რამდენი ადამიანი სარგებლობს მთის სტატუსით და ასე შემდეგ. თვითონაც ექნებათ პასუხისმგებლობა საკრებულოს წინაშე, რომ წარმოადგენენ ანგარიში", - ლია ჩლაჩიძე. 

აღნიშნულ ინიციატივას კომისიის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. 

Read 769 times