გორის ციხე ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა

ივნისი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სახელმწიფოს ბალანსზე არსებული გორის ციხე გორის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა - ინფორმაციას ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ავრცელებს.

"კარგი სიახლის შესახებ მინდა გითხრათ, განსაკუთრებით კი გორელებს.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გორის ციხე გორელებს და ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა. ამიერიდან, გორის მუნიციპალიტეტის მერია თავად უზრუნველყოფს მის განკარგვას.

ამჟამად, გორის ციხეზე არქეოლოგიური და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სამ ეტაპად განხორციელდება. რეაბილიტირებული კულტურული ძეგლი, დამატებით, როგორც სანახაობრივ, ისე საგანმანათლებლო ფუნქციებს შეიძენს. ასევე, ადგილზე იგეგმება მუზეუმის მოწყობაც", - წერს ხოჯევანიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Read 337 times Last modified on Last modified on ივნისი 04 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი