ჯარისგან თავის არიდებისთვის გორის სასამართლომ 1 დღეში 19 წვევამდელის საქმე განიხილა

ივნისი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის რაიონულმა სასამართლომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო 1 დღეში 19 წვევამდელის საქმე განიხილა.

მოსამართლემ 2 მათგანი 1000 ლარით დააჯარიმა.

"მაქსიმალურად ვერიდებით და ვცდილობთ, სასამართლომდე არ მივიდეს საქმე, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ აღარ გვრჩება. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ მოდიან კომისიამდე. არავის უნდა მათი დაჯარიმება, პირიქით, მაქსიმალურად ვშუამდგომლობთ მოსამართლესთან, მაგრამ ხომ უნდა მოვიდნენ კომისიამდე როგორღაც", - განაცხადა გორის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვალერი რევაზაშვილმა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გერგაულმა 19 წვევამდელიდან 2 დააჯარიმა, ხოლო დანარჩენებს გამწვევ კომისიაში გამოცხადების თარიღი გადაუვადა. 

Read 3767 times Last modified on Last modified on ივნისი 04 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი