ბოტსვანის საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ხურვალეთში ჩავიდა

ივნისი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ბოტსვანის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი, უნითი დოუ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.

უნითი დოუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ დათა ვანიშვილს შეხვდა. 80 წლის მოხუცი ბოტსვანის დელეგაციას იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომელიც მას გადაადგილების დროს ექმნება.

როგორც უნითი დოუმ აღნიშნა, საქართველოსა და ბოტსვანას დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ, ქვეყნებმა ხელი მოაწერეს პოლიტიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმებას და ამ რანგში ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში.

"მარტივია ანგარიშების კითხვა, პოლიტიკური დოკუმენტების გაცნობა საქართველოზე, თუმცა მნიშვნელოვანია, ადგილზე ნახო მდგომარეობა და ის, როგორ ცხოვრობს აქ ხალხი. როდესაც ადამიანებს ხვდები, უკეთ გვიყვებიან საკუთარ ცხოვრებას, სახეები ბევრის მთქმელია“, – განაცხადა ბოტსვანის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა.

Read 448 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი