Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 03 ივნისი 2019 14:25

ზერტში ავარიის დროს დაშავებულებმა საავადმყოფო დატოვეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, ავარიისას დაშავებული ოთხივე ადამიანი დღეს დილით გაწერეს.

სამედიცინო ცენტრ "გორმედის" ცნობით, მათი სტაციონარული მკურნალობა მათ აღარ ესაჭიროებოდათ.

ამავე თემაზე: გორის სოფელ ზერტთან ავარია მოხდა - დაშავებულია 4 ადამიანი

"გუშინ შემოიყვანეს ავარიისას დაშავებული 4 ადამიანი, რომლებსაც სტაციონარში გაეწიათ შესაბამისი დახმარება. გუშინვე მათი მდგომარეობა იყო სტაბილური, დღეს გაეწერა ყველა მათგანი", - გვითხრეს "გორმედში".

გუშინ, სოფელ ზერტის შესასვლელში ერთმანეთს ფორდის" მარკის მიკროავტობუსი და "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

Read 942 times