სალთვისის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების 65% დასრულებულია

ივნისი 03 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში არსებული სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების 65% დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

მელიორაციის სამსახურის ცნობით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შეუფერხებლად მოირწყვება გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ქვემო ხვითის, შინდისის, ძლევიჯვარის და ყელქცეულის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის ღირებულება 4 878 770 ლარია.

Read 260 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი