გორის სკოლების ბუფეტებში სეს - მა დარღვევები ვერ აღმოაჩინა

ივნისი 03 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში სკოლების ბუფეტების შემოწმების შემდეგ, დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მონიტორინგის შედეგები უკვე ჩაიბარეს.

"სააგენტომ გადმოგვცა მონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვით შემოწმდა სკოლების სამზარეულოებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის განთავსებისა და რეალიზაციის პირობები. დარღვევები არცერთ სკოლაში არ გამოვლენილა", - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე სასწავლო წელს საჯარო და კერძო სკოლების ბუფეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაამოწმა.

Read 198 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი