Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 03 ივნისი 2019 11:11

გორის სოფელ ხელთუბანში 35 000 ლარად შეფასებული სახლი აუქციონზე სამჯერ იაფად გაიყიდა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მდებარე სახლი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე გაიტანა. სახლი, მიწის ნაკვეთთან ერთად, 35 000 ლარად შეაფასეს.

აუქციონზე გატანილი ქონება 12 500 ლარად გაიყიდა. ვაჭრობის ბიჯი 1 750 ლარი იყო.

აღწერილობის მიხედვით, სარეალიზაციოდ გატანილი ქონება წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფართით 2734.00 კვ.მ. და მასზე განთავსებულ ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს და დამხმარე შენობა-ნაგებობას. სახლი ნაშენებია ქვითა და ბლოკით, გადახურულია შიფერით, ხოლო კარ-ფანჯარა არის ხის. 

Read 672 times