ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციამ ცხინვალში კანაფის 49 ბუჩქს მიაგნო

ივნისი 03 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციამ 27 წლის მამაკაცის ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის მოყვანის ფაქტზე დააკავა.

ამის შესახებ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

უწყების ცნობით, მილიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცის ბაღში ჩატარებული "ოპერატიულ - სამძებრო" ღონისძიებების შედეგად, მარიხუანას 49 მწვანე ბუჩქი აღმოაჩინეს.

გარდა ამისა, ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკების მოხმარების ფაქტზე ცხინვალის მკვიდრი, 41 წლის მამაკაცის დააკავეს.

ორივე საქმეზე "მილიციამ" სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

Read 1210 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი